21 ნოემბერი 2024,   17:48
ვრცლად
ეკონომიკის მინისტრი "თბილისის მშრალი პორტის" პროექტის პრეზენტაციას დაესწრო

ეკონომიკის მინისტრი "თბილისის მშრალი პორტის" პროექტის პრეზენტაციას დაესწრო. ეს არის ბათუმის და ფოთის პორტების გაგრძელება, რომელიც მათ ემსახურება - აღნიშნულ პორტებს და ლოგისტიკურ ობიექტებს აკავშირებს.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, მშრალი პორტი ფუნქციონირებას უკვე მიმდინარე წლის ბოლოს დაიწყებს და დასავლეთ აზიის წარმოების ცენტრებს აღმოსავლეთ ევროპის სამომხმარებლო ბაზრებთან დააკავშირებს.

პრეზენტაციას, ასევე დაესწრო არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მინისტრი, რომელიც კომპანია "აბუ დაბი პორტს გრუპის" დელეგაციას ხელმძღვანელობს.

დღის ამბები