21 ნოემბერი 2024,   18:15
ვრცლად
"შეიკრიბება თუ არა პარლამენტი, ჩათვალეთ, მეორე დღესვე დადგება მისი იმპიჩმენტის საკითხი, ის უნდა იყოს გადაყენებული პრეზიდენტი" - ირაკლი კირცხალია
იუსტიციის სამინისტრო პრეზიდენტისგან განმარტებას ითხოვს. სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენელს უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე იბარებენ. ამის მიზეზი პრეზიდენტის განცხადებაა, რომლის მიხედვით არჩევნების დღეს ორბელიანების სასახლეში საარჩევნო შტაბი გაიხსნება.

იუსტიციის სამინისტრო კანონდარღვევის ნიშნებზე, პარლამენტის თავმჯდომარე კი პირდაპირ კანონის დარღვევაზე საუბრობს.

მმართველი გუნდის წევრების განცხადებით, სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის ინსტიტუტს შეურაცხყოფას აყენებს:

"როგორ შეიძლება საქართველოს პრეზიდენტად წოდებული რომ გამოდის და ღიად არის ჩართული საარჩევნო პროცესში. შეიკრიბება თუ არა პარლამენტი, ჩათვალეთ, რომ მეორე დღესვე დადგება მისი იმპიჩმენტის საკითხი. ამ ქალბატონს არ აქვს მორალური უფლება, რომ ამ პოსტიდან წავიდეს, როგორც ყოფილი პრეზიდენტი. ის უნდა იყოს გადაყენებული პრეზიდენტი. ასეთ შეურაცხყოფას აყენებ პრეზიდენტის ინსტიტუტს, გამოდიხარ ამხელა თანამდებობის პირი და აანონსებ, რომ აქ უნდა გახსნა საარჩევნო შტაბი, ეს მინიმუმ საზოგადოების შეურაცხყოფაა", - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი კირცხალია.

 

დღის ამბები