21 ნოემბერი 2024,   17:54
ვრცლად
“ძალიან დიდი მადლობა გულშემატკივარს და ბოდიში, რომ გაწბილებულები გავუშვით“ - ბუდუ ზივზივაძე

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელმა, ბუდუ ზივზივაძემ საქართველო-ალბანეთის დღევანდელი მატჩი შეაფასა.

“მეტოქე ძალიან დაცვით გვეთამაშებოდა. ერთ მომენტში გაგვეპარა შეტევა და დავისაჯეთ, გოლი მივიღეთ. ჩვენ ძალიან ბევრი მომენტი გვქონდა - პირადად მე ორი ძალიან კარგი მომენტი მქონდა, რომელიც ვერ გამოვიყენე. პირველ წუთებზე რომ მომენტი მქონდა, კაკაბაძის ჩაწოდების მერე, ის გოლი რომ გამეტანა, ალბათ სულ სხვანაირი თამაში წავიდოდა, უფრო მეტ უპირატესობას მოვიპოვებდით, თუმცა ფეხბურთია, ხდება.

ორი ძალიან მნიშვნელოვანი თამაში გვაქვს წინ. ჯგუფში სიტუაცია ცოტა დაიძაბა, მაგრამ, ჩვენ ყველანაირად ვეცდებით, რომ იმ ორ თამაშში ყველაფერი შევცვალოთ ჩვენს სასიკეთოდ, მაქსიმალური ქულები ავაგროვოთ და წარმატებას მივაღწიოთ, ჯგუფში ასპარეზობა პირველ ადგილზე დავასრულოთ.

მადლობა გულშემატკივარს, რადგან სავსე იყო სტადიონი და 90 წუთის განმავლობაში გვამხნევებდნენ, არ გაჩერებულან. კიდევ ერთხელ, ძალიან დიდი მადლობა და ბოდიში, რომ გაწბილებულები გავუშვით, თუმცა წინ კიდევ ბევრი თამაში აქვს ნაკრებს და აუცილებლად მივაღწევთ დადებით შედეგებს,“ - განუცხადა ბუდუ ზივზივაძემ croco.ge-ს.

დღის ამბები