ბრძოლა ჯგუფში პირველი ადგილის შესანარჩუნებლად. მეორე ტაიმი რამდენიმე წუთში დაიწყება. დღეს საქართველოს ნაკრები ერთა ლიგაზე, მიმდინარე სეზონის მეოთხე მატჩს ატარებს.
“უეჭველად მოსაგები თამაში“ - ასე აფასებს ყველა მიხეილ მესხის სტადიონზე მიმდინარე შეხვედრას, სადაც პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიში 0:0-ია.
ალბანელებს ქართველებთან 2005 წლის შემდეგ არ გაუმარჯვიათ, მაგრამ ალბანეთის ნაკრები მაინც ყოველთვის ითვლება ყველასთვის რთულ მეტოქედ.
ერთა ლიგის ჯგუფურ გათამაშებაში ჯვაროსნებმა ტირანაში ალბანეთი 1:0 გიორგი ქოჩორაშვილის გოლით დაამარცხეს, მაგრამ ნაკრების 6 ნომერი დისკვალიფიკაციის გამო დღეს მოედანზე არ არის.
ავტორი: ლაშა ბერძენიშვილი