რესპუბლიკის მოედანზე, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების გულშემატკივარი საქართველო - ალბანეთის მატჩს დიდ ეკრანზე უყურებს.
ისინი, ვინც ვერ მოახერხეს ბილეთების აღება, ერთად ქომაგობენ ეროვნულ ნაკრებს, რომელსაც ერთა ლიგაზე ჩატარებული 21 მატჩიდან 13 აქვს მოგებული.
საქართველოს ნაკრების მეტოქეს - ალბანეთს, ბოლო ოთხიდან სამ შეხვედრაში, გოლი საერთოდ არა აქვს გატანილი, დღევანდელ მატჩში კი სამი წამყვანი ფეხბურთელი არა ჰყავთ, მათ შორის კაპიტანი.
მატჩის ღია ჩვენების გამო, რესპუბლიკის მოედანზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია.