21 ნოემბერი 2024,   17:42
ვრცლად
ალბანელებმა რაც გააკეთეს ჩვენს ჰიმნზე, ასეთ ქაჯობას არ ვაპირებთ, მაგრამ როგორც კი მათი ჰიმნი დასრულდება, იმ წამსვე მოვუწყობთ ჯოჯოხეთს - ეროვნული ნაკრების ქომაგი

ორ საათზე ნაკლები მატჩამდე - საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების პრინციპული შეხვედრა ალბანეთის ნაკრებთან “მიხეილ მესხის არენაზე“ იმართება. მატჩი თბილისის დროით, 20:00 საათზე დაიწყება.

სამწუხაროდ, დისკვალიფიკაციის გამო, საფეხბურთო დაპირისპირებას გიორგი ქოჩორაშვილი გამოტოვებს. ნაკრების სხვა წევრები სრულ მზადყოფნაში არიან.

საგულშემატკივროდ ემზადებიან ქომაგებიც. ამინდის მიუხედავად, გულშემატკივრები ვაკის პარკში იკრიბებიან. ისინი მესხის არენაზე თამაშის დაწყებამდე გადაინაცვლებენ.

"მოლოდინი, რა თქმა უნდა, არის გამარჯვების, - სხვა არც განიხილება. ეს ჯგუფი უნდა მოვიგოთ აუცილებლად. ალბანელებმა რაც იქ გააკეთეს ჩვენს ჰიმნზე, ჩვენ ასეთ ქაჯობას არ ვაპირებთ და მოვიქცევით კულტურულად, მაგრამ როგორც კი მათი ჰიმნი დასრულდება, იმ წამსვე მოვუწყობთ ჯოჯოხეთს ქომაგობის სახით," - აცხადებს ერთ-ერთი გულშემატკივარი.

ავტორი: ლაშა ბერძენიშვილი

დღის ამბები