განათლების მინისტრი და დეპუტატი ირაკლი ზარქუა წალენჯიხის მუნიციპალიტეტში მასწავლებლებს შეხვდნენ. მინისტრმა მათ პროფესიული განვითარების ხელშეწყობის კუთხით სამომავლო ხედვები გააცნო.
შეხვედრის მონაწილეებმა კითხვა-პასუხის რეჟიმით განიხილეს, ახალი სახელფასო პოლიტიკა და ზოგადი განათლების საფეხურზე არსებული სიახლეები.