21 ნოემბერი 2024,   17:52
ვრცლად
"მოვუწოდებთ ცესკო-ს დაუყოვნებლივ მიიღოს გადაწყვეტილება სტრასბურგში საარჩევნო უბნის გახსნის თაობაზე" - პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საპარლამენტო არჩევნებისთვის საზღვარგარეთ, დამატებით შვიდ ქალაქში გაიხსნება უბნები. გადაწყვეტილება ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომაზე მიიღეს. ეს ქალაქებია ნიუ-იორკი, ბერლინი, ბარსელონა, რომი, ათენი, სალონიკი და პარიზი. ცესკოს ცნობით, 26 ოქტომბერს ჯამში 42 ქვეყნის 53 ქალაქში 67 საარჩევნო უბანი იქნება.

ცესკო-ს დღევანდელ სხდომაზე ასევე, განხილეს სტრასბურგში საარჩევნო უბნის გახსნის საკითხი, რომელიც კომისიამ არ დააკმაყოფილა. ამ თემაზე განცხადება გაავრცელა პრეზიდენტის ადმინისტრაციამ, რომელიც ცესკოს სტრასბურგში უბნის გახსნისკენ მოუწოდებს:

"იქიდან გამომდინარე, რომ სტრასბურგიდან საკონსულო აღრიცხვაზე იმყოფება მინიმუმ 400 საქართველოს მოქალაქე და რაც მთავარია, სტრასბურგში არსებობს საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა მოვუწოდებთ ცესკო-ს დაუყოვნებლივ მიიღოს გადაწყვეტილება სტრასბურგში საარჩევნო უბნის გახსნის თაობაზე,"- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია სულავამ.

დღის ამბები