21 ნოემბერი 2024,   18:26
ვრცლად
წყნეთისა და ვაკის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია დასრულებულია - სარეაბილიტაციო სამუშაოები 4 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა

წყნეთისა და ვაკის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია დასრულებულია. მოწესრიგებულ გზაზე გადაადგილება უკვე შესაძლებელია და მძღოლებისა და ქვეითებისთვის უფრო მეტად უსაფრთხო და კომფორტულია.

წყნეთის გზატკეცილის რეაბილიტაცია 4 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. სამუშაოები ბაგების დასახლების ახალ საავტომობილო ხიდამდე შესრულდა. რეაბილიტირებული გზა პირადად დაათვალიერა დედაქალაქის მერმა. კახა კალაძემ თქვა, რომ რამდენიმე თვეში დაგეგმილია ჩოლოყაშვილის ქუჩის განახლებაც.

პროექტის ფარგლებში 1 300 მეტრის სავალ ნაწილზე სრულად შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები. მოეწყო ტროტუარები, სანიაღვრე სისტემები და ახალი განათების ქსელები, ასევე განახლდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოსაცდელები.

წყნეთის გზატკეცილის რეაბილიტაციისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 15 მილიონი ლარი გამოიყო.

ავტორი: გიორგი ღუდუშაური

დღის ამბები