საქართველოს ბოტანიკური ბაღი მოსწავლეებს ეკო-თავგადასავალს სთავაზობს.
როგორც ეროვნული ბოტანიკური ბაღის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნახსენები, 8 ოქტომბრიდან I-VI კლასის მოსწავლეებს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში ელოდებათ გასართობ-შემეცნებითი პროგრამა, რომელიც სასწავლო თეორიულ-პრაქტიკული კომპონენტებითაა დატვირთული და მოსწავლეს აძლევს შესაძლებლობას გაეცნოს, აღმოაჩინოს მცენარეთა სამყარო და სხვადასხვა აქტივობაში ჩაერთოს
"ხანგრძლივობა - 1 საათი მონაწილეთა რაოდენობა - 15 მოსწავლე
ტარიფი: ჯგუფზე 60 ლარი; დამატებით შემოსვლის საფასური მოსწავლეებზე 50 თეთრი, ზრდასრულებზე 4 ₾
თუ მოსწავლეთა რაოდენობა 15-ს აღემატება, ჯგუფი ორად იყოფა. ორივე ჯგუფს აქტივობები პარალელურად ჩაუტარდება ორი სპეციალისტის დახმარებით. ზოგიერთ აქტივობას ერთობლივად შეასრულებენ, ზოგს კი - ცალ-ცალკე
აქტივობები:
მცენარეთა თესლის დათესვა
არტთერაპიული სავარჯიშოები
სენსორული მცენარეების შესწავლა
ბიომრავალფეროვნების კომპონენტების გაცნობა
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, მასწავლებლის მიერ აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით 0322 18 00 61 ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00 - 17:00", - აღნიშნულია ბოტანიკური ბაღის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.