21 ნოემბერი 2024,   18:05
ვრცლად
"ამ სასახლეში, არჩევნების დღეს მოწყობილი იქნება საკოორდინაციო პლატფორმა, რათა პროცესს გავუწიოთ მონიტორინგი" - სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი, საპარლამენტო არჩევნების დღეს, ორბელიანების სასახლეში საკოორდინაციო პლატფორმას მოაწყობს. პრეზიდენტის განმარტებით, შტაბს მონიტორინგის ფუნქცია ექნება.

ბრიფინგზე, რომელიც ათონელზე ორი საათის წინ გაიმართა, ზურაბიშვილმა ასევე ისაუბრა დიასპორაზე, ხმების დაცვის მნიშვნელობასა და არჩევნებზე მობილიზაციის აუცილებლობაზე.

პრეზიდენტი საგარეო უწყებასა და ცესკო-ს აკისრებს პასუხისმგებლობას საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების მოწყობაზე და მათ სერიოზულად აფრთხილებს. სალომე ზურაბიშვილმა ასევე მოუწოდა საზოგადოებას, რომ, ხმების დასაცავად, მობილიზაცია უკვე დაიწყოს.

"დიასპორამ შეძლო, რომ დიდი რაოდენობით ჩაწერილიყვნენ აღრიცხვაზე. ახლა არის საკონსულოების, საგარეო საქმეთა სამინისტროს და ცესკო-ს პასუხისმგებლობა, რომ მოაწყონ უბნები ისე, რომ არჩევნების დღეს არ შეიქმნას პრობლემა. ჩვენი, ყველას ვალდებულებაა, რომ მივიდეთ არჩევნებზე და არცერთი ხმა არ დარჩეს გამოუყენებელი იმისთვის, რომ ეს ქვეყანა დავიცვათ. ამ სასახლეში, არჩევნების დღეს მოწყობილი იქნება საკოორდინაციო პლატფორმა, რათა ჩვენ გავუწიოთ მონიტორინგი იმას, რაც ამ დღეს მოხდება" , - განაცხად სალომე ზურაბიშვილმა.

დღის ამბები