21 ნოემბერი 2024,   18:21
ვრცლად
7 ოქტომბერი - შავი დღე ისრაელისთვის და მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სპეცსამსახურის კატასტროფული ჩავარდნა - "ჰამასის" ტერორისტების თავდასხმიდან ზუსტად ერთი წელი გავიდა

ისრაელი 7 ოქტომბერს იხსენებს. ტერორისტული თავდასხმის შემდეგ, რომელმაც ასობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და რეგიონი სრულმასშტაბიანი ომის ზღვარზე დააყენა, ერთი წელი გავიდა.

ისრაელის ქალაქებში ტერორისტების მიერ მოკლული ადამიანების ხსოვნას პატივს მიაგებენ და იმ ასამდე მძევლის დაბრუნებას ითხოვენ, რომელიც, შესაძლოა, ამ დრომდე "ჰამასის" ტყვეობაში რჩება.

7 ოქტომბრის შემდეგ, ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის გეოგრაფია ფართოვდება. ისრაელის ქალაქების მიმართულებით თავდასხმებს, "ჰამასთან" ერთად, ტერორისტული დაჯგუფებების მხარდამჭერი სახელმწიფო ირანი და მისი სატელიტები - ლიბანიდან "ჰესბოლა", იემენიდან ჰუსიტები, ერაყიდან და სირინდან კი შიიტური დაჯგუფებები ახორციელებენ. საპასუხოდ, ისრაელი თავდაცვით ზომებს მიმართავს.

7 ოქტომბრის შემდეგ მიმდინარე ომმა ახლო აღმოსავლეთი ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე დააყენა. ღაზაში ისრაელის სამხედრო ოპერაციამ 42 ათასი მოქალაქე იმსხვერპლა. დაჭრილია 97 ათასი. მილიონობით ადამიანი დევნილად იქცა. ერთი წელია, ისრაელი ღაზაში სამხედრო ოპერაციას აწარმოებს. პალესტინურ ანკლავში, რეიდების პარალელურად, "ცახალმა" და "მოსადმა" დაგეგმა და განახორციელა ტერორისტული ორგანიზაციების - "ჰამასის" და "ჰესბოლას" ლიდერების ლიკვიდაცია, ასევე - პეიჯერების აფეთქებების სერიები ლიბანში, რასაც ექსპერტები ომის ახალი ფაზის დაწყებად, ისრაელი კი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ზომად მოიხსენიებს. ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ესკალაციის ფონზე, მსოფლიო ლიდერები მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ.

წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა ისრაელის საელჩოში. ცერემონიის სპეციალური სტუმრები იყვნენ იაკოვ და მარინა მოშიაშვილები. მათმა ორივე შვილმა გმირულად გაწირა სიცოცხლე ისრაელის სახელმწიფოსა და ხალხის დასაცავად. სტუმრებს სიტყვით მიმართა ისრაელის ელჩმა.

დღის ამბები