ჩრდილოეთ ირლანდიაში, ნიუთაუნარდსში, სასკოლო ავტობუსი ამოტრიალდა, რომელშიც 70 მგზავრი იმყოფებოდა.
ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები და საპატრულო პოლიცია, დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ ვრცელდება.
BBC-ის ინფორმაციით, ავტობუსში მყოფი მგზავრების უმეტესობა სკოლის მოსწავლეა.
შემთხვევის გამო, საავტომობილო მოძრაობა შეჩერებულია. ადგილზე მაშველები მუშაობენ.