21 ნოემბერი 2024,   18:01
ვრცლად
"როგორც კი დგება ქვეყნის გაერთიანების საკითხი, უცხოურ აგენტურასაც და აქაურ ოპოზიციასაც მყისიერად ეწყება ციებ-ცხელება" - გურამ მაჭარაშვილი

ჩვენ რაც გვინდა, ეს არის საქართველოს გაერთიანების პროცესი და თანაცხოვრება მშვიდობიანად ოს და აფხაზ მეგობრებთან, დებთან და ძმებთან ერთად, - ეს განცხადება საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, "ხალხის ძალის" წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა გააკეთა.

მაჭარაშვილი მამუკა მდინარაძის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება.

"როგორც კი დგება ქვეყნის გაერთიანების საკითხი, მყისიერად ეწყება ციებ-ცხელება უცხოურ აგენტურასაც და აქაურ ოპოზიციასაც. მათ არ სურთ, რომ საქართველოს გაერთიანების საკითხი მშვიდობიან ფორმატში მოხდეს. ამიტომაც ავრცელებენ ათასგვარ ჭორებს, ამიტომაც ამბობენ, რომ აფხაზები და ოსები, მათი აზრით, თურმე ჩვენი მტრები ყოფილან, თურმე ჩვენ იქ უნდა შევიდეთ მხოლოდ სამხედრო ტექნიკით, თითქოს რაღაც ფორმატს ვთავაზობთ უკვე აფხაზებს და ა.შ. რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ, ჩვენ რაც გვინდა, ეს არის საქართველოს გაერთიანების პროცესი და თანაცხოვრება მშვიდობიანად ოს და აფხაზ მეგობრებთან, დებთან და ძმებთან ერთად," - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი. 

დღის ამბები