21 ნოემბერი 2024,   18:13
ვრცლად
"კარგია, რომ ქართული ოცნება ამბობს, რომ არ აპირებს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებას" - ალექსანდრე რაქვიაშვილი

მამუკა მდინარაძის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაზე, სადაც ის ეხმაურება ინფორმაციას, თითქოს "ქართული ოცნება" ქვეყნის გაერთიანებას აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებით აპირებს, შეფასებები კეთდება პოლიტიკურ სპექტრში.

"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი წერს, რომ "არანაირი აღიარება და მსგავსი ანტიეროვნული საკითხები არ განიხილება."

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "გირჩი" წევრი, ალექსანდრე რაქვიაშვილი ამბობს, რომ გაკეთებული განცხადებებიდან გარკვეული ეჭვები ჩნდება. 

"ერთი მხრივ, კარგია, რომ "ქართული ოცნება" ამბობს, რომ არ აპირებს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებას, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ რუსეთთან ფლირტი, ასეთი უცნაური განცხადებები, ბოდიშის მოხდაზე და ა.შ. საბოლოო ჯამში, იმგვარ ფონს ქმნის, რომ არადამაჯერებელია ასეთი პოზიცია. მაშინ, უბრალოდ, უცნაურად გამოიყურება ყველაფერი, რასაც მანამდე ამბობდნენ. როცა ამერიკას ეჩხუბები და იწონებ ლავროვის განცხადებებს და ბოდიშების მოხდას აპირებ, ეს ბუნებრივად აჩენს ეჭვს, რომ გინდა რუსეთთან დალაგდე. რადგან ისინი ამბობენ, რომ ყველა ვარიანტში უნდა აღიაროთ ოკუპირებული ტერიტორიებიო, აქედან ჩნდება ეჭვი, რომ ალბათ "ქართული ოცნება" აღიარებას აპირებს," - აცხადებს ალექსანდრე რაქვიაშვილი.

დღის ამბები