21 ნოემბერი 2024,   18:04
ვრცლად
"სააკაშვილმა წერილი მისწერა მედვედევს, რომ მზად იყო, აფხაზეთი გაეყო შუაზე, ეს ხალხი რომ დღეს საუბრობს ყალბი ნარატივით, არის იმის ბრალი, რომ თავის დროზე პასუხი არ გაეცა დანაშაულებს" - შალვა პაპუაშვილი

მიხეილ სააკაშვილმა ოფიციალური მისწერა წერილი მედვედევს, რომ მზად იყო, აფხაზეთი გაეყო შუაზე. ეს ხალხი რომ დღეს საუბრობს ყალბი ნარატივით, ეს არის სწორედ იმის ბრალი, რომ თავის დროზე პასუხი არ გაეცა დანაშაულებს, რომლებიც მათ ჩაიდინეს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, 2012 წელს გარედან წამოსული ზეწოლის გამო ვერ მოხდა "ნაციონალური მოძრაობის", როგორც რეჟიმის გასამართლება.

"ოპოზიციისგან რასაც ვხედავთ, ამ უტიფრობასაც ხომ უნდა ჰქონდეს საზღვარი. ოპოზიცია, რომელმაც დაკარგა ქართული ტერიტორიები და ჩააბარა რუსეთს, ოპოზიცია, რომელიც მისი ხელმძღვანელის, მიხეილ სააკაშვილის სახით 2008 წელს უგზავნიდა წერილს რუსეთის პრეზიდენტს, მაშინ მედვედევს. თუ გახსოვთ, მიწერა წერილი, რომ ის მზად იყო, აფხაზეთი გაეყო რუსეთთან. ამ ხალხთან გვაქვს საქმე. ოფიციალური წერილი მისწერა მიხეილ სააკაშვილმა მედვედევს, რომ ის მზად იყო, აფხაზეთი გაეყო შუაზე. ეს ხალხი რომ დღეს საუბრობს ყალბი ნარატივით, ეს არის სწორედ იმის ბრალი, რომ თავის დროზე პასუხი არ გაეცა დანაშაულებს, რომლებიც მათ ჩაიდინეს.

160-მდე მაღალი თანამდებობის პირია გასამართლებული „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებისგან, მაგრამ მაშინ არ მოხდა რეჟიმის გასამართლება. შეგახსენებთ, 2012 წელს პარლამენტში იქმნებოდა და მგონი, შეიქმნა კიდეც კომისია, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც რეჟიმი უნდა გაესამართლებინა. მაშინ იმ ზეწოლის გამო, რომელიც გარედან მოდიოდა ქვეყანაზე, ვერ მოხდა რეჟიმის გასამართლება. დღეს ვართ მოწმე, რომ ის პოლიტიკური ძალა, რომელმაც ჩააბარა ჩვენი ტერიტორია რუსეთს, ის პოლიტიკური ძალა, რომელიც რუსეთს სთავაზობდა აფხაზეთის გაყოფას, ის პოლიტიკური ძალა, რომელმაც წამების სისტემა შექმნა ამ ქვეყანაში ყველასთვის, ქართველისთვისაც, აფხაზისთვისაც, ოსისთვისაც და ყველასთვის, ვინც ამ ქვეყანაში ცხოვრობს, ეს პოლიტიკური ძალა დღეს უტიფრად კიდევ ცდილობს, „ქართულ ოცნებას“ რაღაც პრეტენზიები წაუყენოს. ჩვენი მიზანია ერთიანი საქართველო. ერთიანი საქართველო გულისხმობს მის საერთო საზღვრებს და ეს ყველანაირი ამორალური კამპანია, თითქოს დამოუკიდებლობა უნდა აღიაროს და ა.შ. ხალხისგან, რომლებმაც დამოუკიდებლობა აღიარეს კიარა, ქვეყანას ჰყოფდნენ, მიხეილ სააკაშვილი პირდაპირ სთავაზობდა მედვედევს აფხაზეთის გაყოფას. მიხეილ სააკაშვილმა და მისმა პოლიტიკურმა გუნდმა პირდაპირ ჩააბარეს რუსეთს ჩვენი ტერიტორიები აფხაზეთში, იმით, რომ ზემო აფხაზეთი დაარქვეს ჩვენს ტერიტორიებს, და ჩააბარეს ცხინვალის რეგიონში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები