21 ნოემბერი 2024,   17:47
ვრცლად
"ამ არჩევნებზე წყდება, ქვეყანას ეყოლება მთავრობა, რომელიც იმოქმედებს საქართველოს მოქალაქეების სახელით, თუ მთავრობა, რომელიც ქვეყნის გარედან შემოთვლილი დავალებებით მიიღებს გადაწყვეტილებებს" - შალვა პაპუაშვილი

ვისაც აქვს სურვილი არჩევნებში მონაწილეობის, მიიღოს, პირიქით, ჩვენი მოწოდებაც ეს არის, 26 ოქტომბრის არჩევნები პრინციპულია, ამიტომაც, ჩვენი მოწოდებაა – "ქუდზე კაცი", – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა.

შალვა პაპუაშვილს ჰკითხეს ცესკო-ს დადგენილებაზე, რომლის თანახმადაც, არჩევნებში მონაწილეობას შეძლებენ საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლები, რომელთა რეგისტრაციის მისამართი ოკუპირებულ ტერიტორიაზეა ან გაურკვეველია.

"ამ რეგულაციაში არაფერი ახალი არ იყო, ეს კანონმდებლობა ასე იყო სულ. ვინაიდან საკითხი წამოიჭრა, განიხილა ცესკო-მ და კანონქვემდებარე აქტით მოწესრიგდა ეს საკითხი. ასე რომ, ვისაც აქვს სურვილი, რომ მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში, მიიღოს. პირიქით, ჩვენი მოწოდებაც ეს არის – ეს არჩევნები პრინციპულია, ამიტომაც ჩვენი მოწოდებაა – "ქუდზე კაცი". ამაში ოპოზიცია ან "ენჯეოები" ნუ შეგვეჯიბრებიან. ჩვენი მოწოდებაა, რომ ყველამ მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში, ვინაიდან, ამ არჩევნებზე წყდება ერთი რამ – ამ ქვეყანას ეყოლება მთავრობა, რომელიც იმოქმედებს საქართველოს მოქალაქეების სახელით, თუ მთავრობა, რომელიც ქვეყნის გარედან შემოთვლილი დავალებებით მიიღებს გადაწყვეტილებებს", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები