21 ნოემბერი 2024,   17:44
ვრცლად
"ეს არის თავის მართლების რეჟიმი, რაც ძალიან მომწონს" - ცოტნე კობერიძე მამუკა მდინარაძის განცხადებაზე

მამუკა მდინარაძის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაზე, სადაც ის ეხმაურება ინფორმაციას, თითქოს "ქართული ოცნება" ქვეყნის გაერთიანებას აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებით აპირებს, შეფასებები კეთდება პოლიტიკურ სპექტრში.

"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი წერს, რომ "არანაირი აღიარება და მსგავსი ანტიეროვნული საკითხები არ განიხილება."

"კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროას", წევრი ცოტნე კობერიძე ამბობს, რომ ხელისუფლება თავის მართლების რეჟიმშია გადასული. 

"ეს არის თავის მართლების რეჟიმი, რაც ძალიან მომწონს - კარგია, რომ ასეთი ტიპის კომენტარების გაკეთება უწევთ. სულ თავის მართლების რეჟიმში მოუწევთ აწი ყოფნა, რადგან დაღმავალ "პალასაზე"არიან. "ქართული ოცნება" აგებს, მდინარაძე ახლა ამით თავს იმართლებს, ბოდიში მოგვთხოვა მან რომ მოვუხადოთ ოსებს, მან პირველ რიგში, გამორიცხა რუსეთის კონფლიქტში ჩარევის ნაწილი და საკუთარი ქვეყანა დაადანაშაულა, მიუხედავად იმისა, რომელი ხელისუფლება იყო იმ დროს, დაადანაშაულა 2008 წლის ომში საკუთარი ხელისუფლება. ეს არის მოღალატეობრივი ტიპის განცხადებები, რასაც ვერაფრით ვერ გამოასწორებს, რაც არ უნდა პოსტოს მდინარაძემ აწი "ფეისბუქზე," - აცხადებს ცოტნე კობერიძე.

 

დღის ამბები