რუსთავის მერიამ, საქართველოში პირველი, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ფორუმი გამართა. ახალი სტრატეგიული გეგმა, ფორუმის მონაწილეებს, რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ წარუდგინა.
დაწყებული რეფორმის ერთ-ერთი მთავარი მიზანი, ქალაქში განსახორციელებელი პროექტების დაგეგმვაში, მოსახლეობის კიდევ უფრო აქტიურად ჩართვაა. მიმდინარე წელს, რუსთავის კორპუსის ბიუჯეტი 114%- ით აღემატებოდა 2023 წლის ბიუჯეტს. შედეგად, კორპუსების კეთილმოწყობის, ავარიული შენობების გამაგრების, სადარბაზოს რემონტის და სხვა სახის სამუშაოები, ამ ეტაპისთვის, 350-მდე მისამართზეა განხორციელებული.