21 ნოემბერი 2024,   18:28
ვრცლად
ირაკლი ქადაგიშვილი პრეზიდენტზე: რეციდივისტია უკვე ჩვენი კონსტიტუციის დარღვევის კუთხით

"ქართული ოცნების" წევრის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის იდეა ტექნიკურ მთავრობასთან დაკავშირებით გამოწვეულია საზოგადოებაში ოპოზიციის არაპოპულარობით.

ქადაგიშვილი მიიჩნევს, რომ ეს არის იმ სცენარის გაგრძელება, რომელიც სხვა ქვეყნების მეშვეობით საქართველოში პოლიტიკისა და საარჩევნო კამპანიის ჩატარებას გულისხმობს.
 
"სამწუხაროდ, უცხოეთის ქვეყნების მხრიდან, ჩვენ ვხედავთ უპრეცედენტო უკანონობას ამ არჩევნებში, ეს უპრეცედენტო უკანონობაა საქართველოს პრეზიდენტის მხრიდანაც, რომელიც პირდაპირ, უხეშად, უცერემონიოდ [არღვევს კონსტიტუციას], რეციდივისტია უკვე ჩვენი კონსტიტუციის დარღვევის კუთხით.
 
იმდენად არაპოპულარულია არსებული ოპოზიცია საზოგადოებაში, ხალხს არანაირი სურვილი არ აქვს, რომ მათ საკონსტიტუციო ვადით ანდოს საქართველოს ხელისუფლება, ამიტომ მოიგონეს ეს კონსტრუქცია, რომ ხალხნო, ნუ გეშინიათ, ეს მხოლოდ ერთი წლით იქნება, რომ მერე ჩავატაროთ ჩვენს გემოზე მოწყობილი არჩევნებიო. აქედან გამომდინარე, ეს მკვდრადშობილი ფორმატია და არის იმ სცენარის გაგრძელება, რომელიც სხვა ქვეყნების მეშვეობით ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკისა და საარჩევნო კამპანიის ჩატარებას გულისხმობს," - აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.
დღის ამბები