21 ნოემბერი 2024,   18:14
ვრცლად
ყველა მხარემ უნდა გააკეთოს მაქსიმუმი, რათა დაიცვას უდანაშაულო მოსახლეობა - გაეროს გენერალური მდივნის სპიკერი​ ახლო აღმოსავლეთზე

ახლო აღმოსავლეთში ვითარება ისევ დაძაბულია. ისრაელი, ჩრდილოეთ ლიბანში ოპერაციას და სარაკეტო იერიშებს განაგრძობს. ევაკუირებულია ათობით სოფელი, მილიონობით მოქალაქემ ქვეყანა დატოვა.

გაეროს გენერალური მდივნის სპიკერი სტეფან დუჟარიკი აცხადებს, რომ უდანაშაულო ადამიანების დასაცავად ყველა მხარემ მაქსიმუმი უნდა გააკეთოს. 

"გენერალური მდივანი ღრმად არის შეშფოთებული რეგიონში მზარდი მსხვერპლით სამოქალაქო პირების შორის - ეს რიცხვი ტოტალურად მიუღებელია.

ყველა მხარემ უნდა გააკეთოს მაქსიმუმი, რათა დაიცვას უდანაშაულო მოსახლეობა. ისრაელის მხრიდან ბეირუთის საცხოვრებელ არეაზე დარტმებმა მაშველები დააზიანეს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ უკვე გაგზავნა ბეირუთში პირველადი დახმარება დაჭრილთათვის, ის ათობით ათასი დაჭრილისთვის იქნება საკმარისი. სამედიცინო დახმარების ჩასატანად დღეს და უახლოვეს დღეებში განხორციელდება დამათებითი ფრენები", - აცხადებს სტეფან დუჟარიკი.

დღის ამბები