21 ნოემბერი 2024,   18:11
ვრცლად
პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრებს ბათუმის მოსახლეობასთან აგრძელებს

"ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" ბათუმისა და ხელვაჩაურის დელეგატი აჩიკო ბერიძე, ქალაქ ბათუმში აგრარულ ბაზარს ეწვია და მოქალაქეებს "ქართული ოცნების" საინფორმაციო ბროშურები გადასცა.

დელეგატმა მოსახლეობასთან ისაუბრა ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ მდგომარეობაზე და მიმდინარე მოვლენებზე. ასევე, გაეცნო ბაზარში დასაქმებული პირების საჭიროებებს, ყურადღება გაამახვილა 26 ოქტომბრის არჩევნებსა და ამომრჩეველთა ჩართულობის მნიშვნელობაზე.

დღის ამბები