21 ნოემბერი 2024,   17:39
ვრცლად
გელათის სამონასტრო კომპლექსის გადარჩენის სამუშაოები გრძელდება - ძეგლის შიდა კედლებზე წყლისგან დაზიანებული ფრესკების საკონსერვაციო სამუშაოები მიმდინარეობს

ქართული ხუროთმოძღვრების გამორჩეული ძეგლის, გელათის სამონასტრო კომპლექსის მთავარი ნაგებობის, ღვთისმშობლის შობის სახელობის ისტორიული ტაძრის გარე ფასადი, მეტალის კონსტრუქციითა გარშემორტყმული, ტაძრის შიგნით კი აქტიურად მიმდინარეობს კედლის მხატვრობის საკონსერვაციო სამუშაოები. პარალელურად, ტარდება სამეცნიერო კვლევებიც.

გელათის კედლის მხატვრობის ქართული საკონსერვაციო ჯგუფის წევრები ახლა უცხოელ ექსპერტებს მასპინძლობენ, მათგან მოისმინეს რჩევები და რეკომენდაციებიც. სტუმრად მყოფი, უცხოელი კედლის მხატვრობის კონსერვატორები ჩატარებულ სამუშაოებს დადებითად აფასებენ და დარწმუნებული არიან, რომ ქართველი პროფესიონალები რთულ დავალებას წარმატებით გაუმკლავდებიან.

კედლის მხატვრობის საკონსერვაციო სამუშაოების პარალელურად, გელათში ტარდება ვორქშოპიც. რომლის მიზანი საქართველოში კულტურული მემკვიდრეობის კონსერვაციის განვითარებაა.

გელათის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში რამდენიმეწლიანი სარეაბილიტაციო სამუშაოების მიუხედავად, 2019 წელს სახურავიდან წყალი ჩავიდა და ისტორიული ფრესკები დასველდა. "იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში" შეტანილი გელათის სამონასტრო კომპლექსის მთავარი ტაძრის კედლის მხატვრობის საკონსერვაციო სამუშაოები რამდენიმე წელი გაგრძელდება.

დღის ამბები