21 ნოემბერი 2024,   17:57
ვრცლად
"ქართული ოცნების" მხარდამჭერთა კლუბს, ცნობილი ექიმი თემურ მიქელაძე უხელმძღვანელებს

"ქართული ოცნების" მხარდამჭერთა კლუბს, ცნობილი ექიმი თემურ მიქელაძე უხელმძღვანელებს.

"ჩემთვის პატივია ჩემს მეგობრებთან მოსვლა იმიტომ, რომ მე ვიცი ჩემი მეგობრები რას გააკეთებენ ზოგადად. მთავარია სიმშვიდე და ბედნიერი მომავალი. ჩვენი შვილები ღირსებით უნდა შევიდნენ ევროკავშირში პირველ რიგში და მე ამაში დარწმუნებული ვარ, იმიტომ ვარ აქ. რომ არ ვიყო დარწმუნებული - არ ვიქნებოდი," - აცხადებს პედიატრი თეიმურაზ მიქელაძე.

"ქართული ოცნების" მხარდამჭერთა კლუბი თბილისში - მმართველი ძალის მომხრეებისთვის განკუთვნილი ოფისი, დღეს პრემიერ-მინისტრმა და "ქართული ოცნების" ლიდერებმა გახსნეს, შტაბში მივიდნენ "ოცნების" მხარდამჭერები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები.

მათ შორის იყო ანსამბლ "რუსთავის" ხელმძღვანელი, მიხეილ ჯავახიშვილი. 

სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენლებმა მხარდამჭერი კლუბის გახსნის ღონისძიებაზე, რომელიც რუსთაველის 28 ნომერში მდებარეობს, ლიდერებმა კიდევ ერთხელ გაამახვილეს ყურადღება 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე
და მომხრეებს მოუწოდეს ამ დღეს მაქსიმალური მობილიზება მოახდინონ.

დღის ამბები