21 ნოემბერი 2024,   17:47
ვრცლად
მამუკა მდინარაძე: ყველას, ვისაც იმის ძალა აქვს, რომ მხარი დაუჭიროს ნებისმიერ ეროვნულ ძალას, ვალდებულები ვართ, გთხოვოთ მხარდაჭერა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, პარტია "ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ თბილისში "ქართული ოცნების" მხარდამჭერთა კლუბის გახსნაზე საზოგადოებას მიმართა.

"რამდენი ქართველიც იქნება, იმდენმა უნდა უზრუნველყოს თავისი მომავალი ისე, რომ თავის შვილებს დაუტოვოს მთავარი სათქმელი - სამშობლო უპირველეს ყოვლისა, საქართველო უპირველეს ყოვლისა, მამული, ენა და სარწმუნოება - როგორც ანდერძი და რომ ამისთვის ყველაფრის გაღება ღირს. ყველას, ვისაც იმის ძალა აქვს, რომ ამ მიმართულებით მხარი დაუჭიროს ნებისმიერ ეროვნულ ძალას, და დღეს როდესაც ვხედავთ მეორე ფლანგზე არათუ ეროვნულ ძალებს, არამედ იმას, რომ გარედან მართული ადამიანები არიან, ვალდებულები ვართ არ გავტყდეთ და გთხოვოთ მხარდაჭერა. გვინდა გთხოვოთ, რომ ჩვენ გვჭირდება მაღალი ლეგიტიმაცია იმისათვის, რომ დავიცვათ ეს სამი ღვთაებრივი საუნჯე - მამული, ენა და სარწმუნოება

ერთ ადამიანს წამოცდა ჩვენი ოპონენტებიდან, რომ ევროპამ რომ გვთხოვოს - ცალ ფეხზე უნდა ვიდგეთ ერთი კვირაო. არასდროს. მხოლოდ ღირსებით, მხოლოდ კეთილდღეობით მიღირს მე ვიარო იქით, სადაც არის ჩემი სამშობლოს ბუნებრივი ოჯახი - ევროპა," - აღნიშნა მდინარაძემ.

თბილისში "ქართული ოცნების" მხარდამჭერთა კლუბი გაიხსნა.

ავტორი: ნანა გოგატაძე

დღის ამბები