21 ნოემბერი 2024,   17:43
ვრცლად
კახა კალაძე: წინასაარჩევნო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს

"სააჩევნო კამპანია მიმდინარეობს ძალიან მშვიდ გარემოში, სადაც ყველა პოლიტიკურ პარტიას, პოლიტიკურ სუბიექტს აქვს საშუალება, საარჩევნო კამპანია ჩაატაროს. ასეთი  მშვიდი არჩევნები საქართველოში არ  ჩატარებულა," - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მედიასთან განაცხადა, როდესაც მას  საპარლამენტო არჩევნების  ლეგიტიმაციის რისკებზე ჰკითხეს.   

"დღეს ყველა პოლიტიკურ სუბიექტს შეუძლია, გამოვიდეს, შეხვდეს მოსახლეობას. ერთია, ვიღაცებს, რა თქმა უნდა, არ აქვთ ამის შესაძლებლობა. რა ნამუსით უნდა შეხვდნენ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას? თავად საარჩევნო გარემო მშვიდია. 2012 წლიდან არჩევნებში ვარ და ასეთი მშვიდი არჩევნები საქართველოში არ  ჩატარებულა. რაც უფრო მოახლოვდება არჩევნების თარიღი, მსგავს განცხადებებს უფრო ხშირად მოვისმენთ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, "ქართული ოცნება" დღეს ერთადერთი პოლიტიკური გუნდია, რომელსაც აქვს შესაძლებლობა, არჩევნებში კონსტიტუციური უმრავლესობა მოიპოვოს და ამას ნახავთ 26 ოქტომბერს," - განაცხადა თბილისის მერმა.

დღის ამბები