21 ნოემბერი 2024,   18:26
ვრცლად
"მსგავსი განცხადებები, რეზოლუციები ყველაზე დიდ დისკრედიტაციას უწევს ევროკავშირს და ქვეყნის ევროპულ მომავალს" - კახა კალაძე PACE-ის დეკლარაციაზე

"რაც უფრო მოახლოვდება არჩევნების თარიღი, უმსგავსო განცხადებები, რომლებიც არაფერზეა დაფუძნებული და შინაარსობრივად ცარიელია, ხშირი იქნება," - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

დედაქალაქის მერი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მიერ საქართველოში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ დეკლარაციას გამოეხმაურა, რომელსაც 24 დეპუტატი აწერს ხელს.

"იცით, რომ აღნიშნულ რეზოლუციას არანაირი ფასი არ აქვს. ჩვენ სულ ცოტა ხნის წინ ვიხილეთ, თუ როგორ ხდება ამ ტიპის რეზოლუციების შედგენა - კონკრეტულ ადამიანებს პირდაპირ ფულს უხდიან, ეს არის ე.წ. ლობიზმი და რასაც უნდათ, ნებისმიერ თემას აწერინებენ. ეს დამოკიდებულება, რა თქმა უნდა, სამარცხვინოა. მსგავსი განცხადებები, რეზოლუციები ყველაზე დიდ დისკრედიტაციას უწევს ევროკავშირს და ქვეყნის ევროპულ მომავალს. ხალხს პირველ რიგში, უნდა ვუთხრათ, რომ ეს არ არის ევროპა. ესენი არიან გარკვეული, კონკრეტული ბიუროკრატები, რომლებიც ამ ყველაფერში იღებენ ფულს და აკეთებენ მსგავსი ტიპის ბინძურ განცხადებებს. არ უნდა შეგვეშინდეს - რაც უფრო მოახლოვდება არჩევნების თარიღი, ასეთი უმსგავსო განცხადებები, რომლებიც არაფერზეა დაფუძნებული და შინაარსობრივად ცარიელია, ხშირი იქნება," - აღნიშნა კახა კალაძემ.

დღის ამბები