იტალიაშია, Ryanair-ის თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა, რის გამოც 200-მდე მგზავრის ევაკუაცია მოხდა. ინფორმაციას mirror-ი ავრცელებს.
Ryanair-ის რეისი იტალიაში, ბრინდიზის აეროპორტიდან უნდა აფრენილიყო, რა დროსაც ძრავში ცეცხლი გაჩნდა. მეხანძრე-მაშველებმა თვითმფრინავიდან 184 მგზავრის უვნებლად ევაკუაცია ავარიული გასასვლელიდან მოახერხეს.
თვითმფრინავის აალების გამო, აეროპორტში საგანგებო სიტუაცია გამოცხადდა და დროებით დაიხურა.