21 ნოემბერი 2024,   18:17
ვრცლად
რუსეთის თავდასხმა მშვიდობიან მოსახლეობაზე - ოკუპანტმა ხარკოვში საცხოვრებელ კორპუსზე მართვადი ბომბით იერიში განახორციელა

რუსეთის თავდასხმის მთავარი სამიზნე ისევ მშვიდობიანი მოსახლეობაა - ოკუპანტმა ხარკოვში საცხოვრებელ კორპუსზე მართვადი ბომბით იერიში განახორციელა. ჩამოშლილია შენობის რამდენიმე სართული, აფეთქების შემდეგ მაშველები ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების გადარჩენას ცდილობენ. დაჭრილია 12 ადამიანი.

ხარკოვთან ერთად რაკეტებით იბომბება ზაპოროჟიეც - სამიზნე აქაც მშვიდობიანი მოსახლეობაა. არის მსხვერპლი. დაჭრილი 6 ადამიანის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

დაბომბვების თავიდან არიდების მიზნით უკრაინის პრეზიდენტი მოკავშირეებისგან საჰაერო თავდაცვის სისტემებსა და რუსეთში მდებარე საცეცხლე პოზიციებზე დარტყმების ნებართვებს ითხოვს. უკრაინაში არსებულ ვითარებაზე დღეს ზელენსკის ნატოს ახალი გენერალური მდივანი ესაუბრა.

შექმნილი ვითარებიდან გამოსავალს უკრაინა ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ დასავლელი პარტნიორებისთვის შეთავაზებულ "სამშვიდობო გეგმაში" ხედავს, რაც პარტნიორების მხრიდან უკრაინისთვის სამხედრო, ეკონომიკური და პოლიტიკური მხარდაჭერის გაძლიერებას. უსაფრთხოების გარანტიების შექმნას და რუსეთთან სამართლიანი პირობებით სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებას გულისხმობს.

ავტორი: ლუკა ჩლაიძე

დღის ამბები