იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, ლევან ზალკალიანმა საჩხერესა და ჭიათურაში, გასვლითი სამუშაო შეხვედრები გამართა. დაათვალიერა მიმდინარე პროექტები. ოფიციალური ინფორმაციით, სოფელ ჩიხაში მიმდინარეობს საავტომობილო ხიდის და ხიდთან მისასვლელი გზების მოწყობის სამუშაოები. პროექტი თითქმის ხუთი მილიონი ლარით არის დაფინანსებული.
ასევე, ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს ჭიათურაში, საჩხერეში კი მრავალფუნქციური სპორტული დარბაზის მშენებლობა. ღია საცურაო აუზის და სპორტული მოედნების რეაბილიტაცია გრძელდება ჭიათურაში.