21 ნოემბერი 2024,   18:17
ვრცლად
"ეჭვი მეპარება, რომ "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" - გამჭვირვალობისკენ მოწოდებული და მომწოდებელი მნიშვნელოვანი არასამთავრობო ორგანიზაცია, რამეს არაგამჭვირვალედ აკეთებდეს" - არმაზ ახვლედიანი

ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის სტატუსი გაუუქმდა, "დღის კურიერის" ეთერში, პარლამენტის წევრმა, პლატფორმის "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა"  ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, არმაზ ახვლედიანმა შეაფასა. 

არმაზ ახვლედიანს ეჭვი ეპარება, რომ "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" რამეს  არაგამჭვირვალედ აკეთებდეს:

"ეჭვი მეპარება, რომ "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" - გამჭვირვალობისკენ მოწოდებული და მომწოდებელი არასამთავრობო მნიშვნელოვანი ორგანიზაცია რამეს აკეთებდეს არაგამჭვირვალედ. ანტიკორუფციულ ბიუროს აქვს მექანიზმები, რომ ამ გამჭვირვალობას მიაღწიოს ბოლომდე, თუმცა აქ მთავარი თემა ეს დეტალები არ არის. მთავარია ის, რომ გამჭვირვალობის ჩამოხსნით იყო მიზანი, რომ ვერ მოხერხებულიყო არჩევნებზე სრულფასოვანი დაკვირვება ასეთი გამოცდილი ორგანიზაციის მხრიდან ეს კი ძალიან დააზიანებდა საარჩევნო გარემოს, რომელიც ისედაც დაზიანებულია.

გამჭვირვალობის ადვოკატად მე ვერ დავდგები, მაგრამ ვიცი, რომ ამ ორგანიზაციის მხარეობა შეიძლება იყოს, რომ ის არის საქართველოში სამართლის უზენაესობის, ნორმალურობისა და დემოკრატიის მომხრე. ამ მიზნით, ცდილობს დააკვირდეს არჩევნებსაც სხვა მხრივ პოლიტიკურ მხარეობას ვერ დავაბრალებდი მას, თუ ორგანიზაციას ან ცალკეულ პირს აქვს სურვილი, რომ მხარი დაუჭიროს დემოკრატიულ ტრანსფორმაციას, ეს არ ნიშნავს, რომ ის არის პროცესში მხარე,"- არმაზ ახვლედიანი.

დღის ამბები