მეცნიერებმა დედამიწის მსგავსი პატარა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს, რომელიც დედამიწასთან ყველაზე ახლოს მდებარე ვარსკვლავ "ბარნარდის" ორბიტაზე ბრუნავს.
ბარნარდის ვარსკვლავი დედამიწისგან 5,96 სინათლის წლითაა დაშორებული. მის ირგვლივ აღმოჩენილი ეგზოპლანეტა ბარნარდ b-ს სახელით არის ცნობილი. მისი მინიმალური მასაც დედამიწის მხოლოდ 37%-ს შეადგენს, ვენერას მასას, თითქმის, ნახევარჯერ ჩამოუვარდება და მარსის მასას, დაახლოებით, 2.5-ჯერ აღემატება.
ახალი ეგზოპლანეტის უნიკალურობის ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ ასეთი მცირე ზომის სხეულის აღმოჩენა ძალიან რთულია. მიუხედავად იმისა, რომ ბარნარდ b სიცოცხლისთვის შესაფერისი არ არის, მისი აღმოჩენა დედამიწის ზომის სხვა სამყაროების იდენტიფიცირების საშუალებას იძლევა, რომლებიც შესაძლოა, სხვა გალაქტიკებში არიან გაბნეული.
გარდა ამისა, მეცნიერები არ გამორიცხავენ, რომ იქ კიდევ 3 ეგზოპლანეტა იყოს, რომლებიც ვარსკვლავისგან შედარებით შორს არიან.