მიხეილ სააკაშვილმა სურვილი გამოთქვა, თემურ ჯანაშიას დაკითხვას სასამართლოს სხდომათა დარბაზში დაესწროს. ამის შესახებ პროცესზე მას შემდეგ განაცხადა, რაც გაირკვა, რომ სხდომაზე დაცვის მხარის ერთ-ერთი მოწმე ვერ გამოცხადდა და ბრალდებული თემურ ჯანაშია უნდა დაეკითხათ.
სააკაშვილმა მოითხოვა, მისი სასამართლოში დასწრება უზრუნველყონ. მოსამართლემ განხილვა განუსაზღვრელი ვადით გადადო - მიზეზად გადატვირთულობა დაასახელა.
"მე მზად ვარ და მინდა დავესწრო შემდეგი მოწმეების დაკითხვას, დააორგანიზეთ ჩემი მოსვლა სასამართლოში და მე შემეძლება, უშუალოდ თვალებში ჩახედვით დავკითხო ყველა მოწმე," - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილსა და სახელმწიფო დაცვის ყოფილ უფროსს თემურ ჯანაშიას 8 300 000 ლარის საბიუჯეტო თანხის გაფლანგვას ედავებიან. დღევანდელ სხდომაზე ყოფილმა პრეზიდენტმა პოლიტიკური განცხადებებიც გააკეთა.