21 ნოემბერი 2024,   18:21
ვრცლად
Apple-ს "კოვზი ნაცარში ჩაუვარდა" - iPhone 16 ისე კარგად არ იყიდება, როგორც ვარაუდობდნენ

Apple-ი იმედოვნებდა, რომ ახალი ხელოვნური ინტელექტის ფუნქციები iPhone 16-ს ბესტსელერად აქცევდა, მაგრამ გაყიდვების წინასწარი შეფასებები მიუთითებს, რომ iPhone 16 ისე კარგად არ იყიდება, როგორც კომპანიაში ვარაუდობდნენ. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

CNN-ის ინფორმაციით, Apple-ს სჭირდებოდა, რომ iPhone 16 პოპულარული გამხდარიყო და ბოლო წლების განმავლობაში განცდილი გაყიდვების კლება გამოესწორებინა.

კომპანიას ტელეფონებში სერიოზული ტექნიკური ცვლილებები მას შემდეგ არ შეუტანია, რაც iPhone 12-ში G5 კავშირი დაამატა, ახლა კი Apple-ს გათვლა ჰქონდა, რომ iPhone 16-ს ხელოვნური ინტელექტის პროგრამული ფუნქცია პოპულარულს გახდიდა.

მიუხედავად ტელეფონის ახალი მოდელის გახმაურებული პრეზენტაციებისა, ჯერჯერობით, ბუნდოვანია, შეძლო თუ არა კომპანიამ მიზნის მიღწევა და მომხმარებლის გულის მოგება.

დღის ამბები