ახალი ფართომასშტაბიანი ომის საფრთხე - რამდენიმე წუთის წინ, ირანმა ისრაელის მიმართულებით ასზე მეტი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. ეს საპასუხო რეაქციაა ისრაელის მიერ ლიბანში დაწყებულ სახმელეთო ოპერაციაზე. ამ წუთებში მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია გამოცხადებული.
მუშაობს რკინის გუმბათი, თუმცა იერუსალიმში, თელავივისა და კიდევ ხუთ ქალაქში მაინც ისმის აფეთქებების ხმა.
ებრაული მედია ირწმუნება, რომ ირანიდან 500-მდე რაკეტაა გაშვებული.
ირანის ტელევიზია აცხადებს, რომ უახლოეს წუთებში ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსი საგანგებო განცხადებას გააკეთებს.
მანამდე, თეთრი სახლის ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით, ამერიკულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირანი ისრაელზე ბალისტიკური რაკეტების გაშვებისთვის ემზადებოდა. მზადყოფნაშია მოყვანილი სპარსეთის ყურეში მდებარე ამერიკული სამხედრო ნაწილებიც.
ირანის ახალი იერიში ისრაელზე ამ წუთებში მთელი მსოფლიოს მედიის მთავარი თემაა.