21 ნოემბერი 2024,   18:01
ვრცლად
მცხეთაში იუსტიციის სახლი აშენდება

მცხეთაში იუსტიციის სახლი აშენდება. იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ და მცხეთა-მთიანეთის რწმუნებულმა მშენებლობის ადგილზე კაფსულის ჩაშვების ცერემონიაში მიიღეს მონაწილეობა.

მოსახლეობა იუსტიციის სახლის 500-მდე სერვისით ისარგებლებს. ფილიალში 20-მდე პირი დასაქმდება.

მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, დაახლოებით, ერთი წლის შემდგომ, მცხეთელებს ექნებათ შესაძლებლობა, რომ სრულიად ახალ, კომფორტულ გარემოსი მიიღონ სახელმწიფო და კერძოს სერვისები.

"დაახლოებით, ერთი წლის შემდგომ, მცხეთელებს ექნებათ შესაძლებლობა, რომ სრულიად ახალ, კომფორტულ გარემოსი მიიღონ სახელმწიფო და კერძოს სერვისები. ეს ნიშნავს იმას, რომ მცხეთაში გაჩნდება დასაქმების ახალი ადგილები. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით, მივულოცო მცხეთელებს ახალი იუსტიციის სახლის მშენებლობის დაწყება და ვუსურვოთ წარმატებები", - განაცხადა რატი ბრეგაძემ.

დღის ამბები