22 ნოემბერი 2024,   11:00
ვრცლად
"საქართველო ყოველთვის იყო და იქნება ღირსეული ადამიანების ქვეყანა" - გიორგი ვაშაძე

პარტია "სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარემ, პლატფორმა "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ, სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთლიანობისთვის ომში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგო.

როგორც ვაშაძემ აღნიშნა, საქართველო ყოველთვის იყო და იქნება ღირსეულ ადამიანების ქვეყანა.

"პირველ რიგში, არა ბოდიშს და კი ღირსებას, კი საქართველოს ერთიანობას, ევროპულ პერსპექტივას. ძალიან ახლოს არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პროცესი, ოღონდ ეს ევროკავშირში გაწევრიანებასთან ერთად მოხდება. საქართველო ყოველთვის იყო და იქნება ღირსეული ადამიანების ქვეყანა", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

სოხუმის დაცემიდან 31 წელი გავიდა – სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. ომი, 13 თვესა და 13 დღეს გაგრძელდა, 27 სექტემბერს კი სოხუმის დაცემით დასრულდა. ომის შედეგად დაიღუპა 10 000-ზე მეტი ქართველი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე.

 

დღის ამბები