22 ნოემბერი 2024,   10:13
ვრცლად
ვერანაირი მუქარა ვერ შეგვაშინებს, რადგან სწორ და ქართულ საქმეს ვაკეთებთ - კახა კალაძე ბაიდენის მიწვევის გაუქმებაზე

ქართული მხარე ადასტურებს, რომ ჯო ბაიდენთან მიღებაზე ირაკლი კობახიძეს მიწვევა გაუქმებულია. სახელისუფლებო პარტია ამ ქმედებას არასერიოზულს უწოდებს და შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას საქართველოს ოპოზიციის ინტერესებს უკავშირებს.

"რაც უფრო მოახლოვდება არჩევნების თარიღი, ასეთი სიურპრიზები ბევრი იქნება. ასევე ბევრი იქნება არასწორი განცხადებები და თვალებში ნაცრის შეყრა, თეთრზე შავს გვეუბნებიან. უბრალოდ გასაკვირია ჯერ მოწვევა, შემდეგ გაუქმება. ეს იმ კამპანიის ნაწილია, რასაც ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში ვხედავთ. ამას აქვს ერთი მარტივი ახსნა - საქართველომ დაიცვა საკუთარი ქვეყნის, ხალხისა და ეროვნული ინტერესები, ეს პოლიტიკა კი მომავალშიც გაგრძელდება. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვერანაირი მუქარა ვერ შეგვაშინებს, რადგან სწორ და ქართულ საქმეს ვაკეთებთ", - აცხადებს თბილისის მერი, "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" გენერალური მდივანი კახა კალაძე.

თავდაპირველად, "ამერიკის ხმამ" გაავრცელა ინფორმაცია, რომ გააუქმეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიწვევა მიღებაზე, რომელსაც შტატების პრეზიდენტი ტრადიციულად მართავს ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაში მონაწილე მსოფლიო ლიდერებისთვის. მიღება დღეს, 25 სექტემბერს იმართება. 

დღის ამბები