22 ნოემბერი 2024,   09:46
ვრცლად
ევროკავშირი, რომელიც მხარს უჭერს დემოკრატიულ და სამართლიან არჩევნებს, ყველაფერს აკეთებს ქართველი ხალხის არჩევანის დასაცავად - თეონა აქუბარდია

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია დღეს მმართველი გუნდისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდება.

ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ევროკავშირის პოზიციონირება საქართველოში დაგეგმილ არჩევნებთან დაკავშირებით დემოკრატიულია.

"ევროკავშირი, რომელიც მხარს უჭერს დემოკრატიულ და სამართლიან არჩევნებს, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ  ქართველი ხალხის არჩევანი დაიცვას დემოკრატიის ამ გამოხატულებით. ვაპირებ საუბარს იმ წინასაარჩევნო რთულ მდგომარეობაზე, იმ დაშინებასა და ძალადობის კამპანიაზე, რომელსაც "ოცნება" ახორციელებს. ჩვენ, ერთად, გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ქართველი ხალხის ნება დავიცვათ და, ამ არჩევნების მეშვეობით, საქართველო დავაბრუნოთ დასავლურ ორბიტაზე,“  -აცხადებს პარტიის ”გახარია საქართველოსთვის” წევრი თეონა აქუბარდია.

დღის ამბები