22 ნოემბერი 2024,   10:02
ვრცლად
გიორგი გახარიამ პრეზიდენტის ინიციირებულ "ქართულ ქარტიას" ხელი მოაწერა

"კურიერის" ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილს დღეს გიორგი გახარია შეხვდა. პარტია "საქართველოსთვის" ლიდერმა პრეზიდენტის ინიციირებულ ქარტიას ხელი მოაწერა.

ასევე, სალომე ზურაბიშვილი იყო გახარია-ხაზარაძის გუნდების გაერთიანების ინიციატორი, რაზე მოლაპარაკებაც გასულ კვირას უშედეგოდ დასრულდა. მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს და ერთმანეთს ახალი პირობები წაუყენეს.

ჯერჯერობით უცნობია, ეხება თუ არა დღეს ორბელიანების სასახლეში დანიშნული პრეზიდენტის ბრიფინგი გახარია-ხაზარაძის გაერთიანების საკითხს. ბრიფინგი 17:00 საათზე იყო დაანონსებული, თუმც 20:00 საათისთვის გადაიწია.

დღის ამბები