რთველი კახეთში გრძელდება - ოფიციალური ინფორმაციით, უკვე დაბინავებულია მოსავლის დიდი ნაწილი, 205 000 ტონა ყურძენი. მიმდინარე წელს, ყურძნის საპროგნოზო მოსავალი რეკორდულ 300 000 ტონას შეადგენს.
მოსავალი ამ ეტაპისთვის 15 000-ზე მეტმა მევენახემ დააბინავა, ყურძნის რეალიზაციით მიღებული შემოსავალი კი 287 მილიონ ლარს აღწევს.
რთვლის სუბსიდირებას მთავრობა განაგრძობს.