22 ნოემბერი 2024,   09:33
ვრცლად
მართლმსაჯულების ხელმისაწვდომლობის ინდექსით საქართველო ისტორიულ მაქსიმუმზეა

მსოფლიო ბანკის "გლობალური კეთილდღეობის მონაცემთა ბაზა" მართლმსაჯულების ხელმისაწვდომლობის ინდექსს აქვეყნებს, რომელიც ორგანიზაცია "დემოკრატიის მრავალფეროვნების" მრავალწლიანი კვლევის შედეგებს ეფუძნება.

კვლევა მსოფლიოს 175 ქვეყანაში ადამიანის უფლებების და დემოკრატიის მახასიათებლებს ეძღვნება. მართლმსაჯულების ხელმისაწვდომლობის შეფასების 100%-იანი სისტემით, საქართველომ 82% დაიმსახურა, რაც ისტორიული მაქსიმუმია.

ინდექსი იკვლევს, თუ რამდენად სარგებლობენ მოქალაქეები მართლმსაჯულებაზე უსაფრთხო და ეფექტური ხელმისაწვდომლობით. 2012 წლის შემდეგ შეფასების გაუმჯობესებით, საქართველო მსოფლიოში მეექვსე, ევრაზიის კონტინენტზე კი პირველ ადგილზეა. 

კვლევის მიხედვით დასტურდება, რომ საქართველოში 2013 წლიდან, ახალი ისტორიული მაქსიმუმის დაფიქსირებით, დასრულდა სტაგნაციის და რეგრესის ის წინა 17-წლიანი პერიოდი, როდესაც მართლმსაჯულების ხელმისაწვდომლობის დონე 1995 წელთან შედარებითაც კი გაუარესებული იყო და საქართველო 2012 წელს მართლმსჯულების ხელმისაწვდომლობის სიმცირით ევროპის ყველაზე სახიფათო ქვეყნების სამეულში რუსეთთან და ბელარუსთან ერთად იმყოფებოდა.

2023 წლის შედეგებით საქართველო რეიტინგში უსწრებს ევროკავშირის კანდიდატ და ნატოს და ევროკავშირის წევრ შემდეგ ქვეყნებს: რუმინეთს, პოლონეთს, თურქეთს, ჩრდილოეთ მაკედონიას, მონტენეგროს, ბოსნია ჰერცოგოვინას, მოლდოვას და უკრაინას და უთანაბრდება უნგრეთს და ხორვატიას.

დღის ამბები