22 ნოემბერი 2024,   09:56
ვრცლად
წინასაარჩევნო ვიზიტის ფარგლებში, თბილისში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციას ელოდებიან

როგორ მიმდინარეობს საქართველოში წინასაარჩევნო კამპანია და როგორია ქვეყანაში პოლიტიკური კლიმატი? - წინასაარჩევნო ვიზიტის ფარგლებში, თბილისში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციას ელოდებიან.

დაგეგმილია შეხვედრები პრეზიდენტთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, უმრავლესობისა და ოპოზიციის წევრებთან, ცესკოსა და ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელებთან, ასევე, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებთან.

დელეგაციის ექვსკაციანი შემადგენლობა საქართველოში უშუალოდ არჩევნების პროცესსაც დააკვირდება.

შეფასებები კეთდება ოპოზიციურ სპექტრშიც.

"თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უზრუნველყოფის მიზნით, წინასაარჩევნო გარემოზე დაკვირვება, ისევე, როგორც საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიები მნიშვნელოვანი დემოკრატიული ინსტიტუტი. ამიტომ ჩვენი გუნდი იქნება ამ შეხვედრაზე პარლამენტში წარმოდგენილი და ჩვენ აუცილებლად გავაცნობთ იმ მძიმე წინასაარჩევნო გარემოს, მათ შორის, სიძულვილის ენას, რომელიც "ქართული ოცნების" მხრიდან ისმის," - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

 

დღის ამბები