22 ნოემბერი 2024,   09:59
ვრცლად
თუ ვითარება გაუარესდა, რა თქმა უნდა, ვართ პოზიციაზე, სადაც შეგვიძლია სხვა ხელსაწყოები ავამოქმედოთ, მათ შორის ერთ-ერთია უვიზო რეჟიმის შეჩერება - ევროკავშირის ელჩი

ევროკავშირს ელჩის თქმით, ვითარების გაუარესების შემთხვევაში, უვიზო რეჟიმის დროებით შეჩერება ერთ-ერთი ინსტრუმენტი იქნება. პაველ ჰერჩინსკი იმედოვნებს, რომ საქართველოში 26 ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვებული ხელისუფლება, ვინც არ უნდა იყოს ის, გააგრძელებს რეფორმებს, რომლებიც ესაჭიროება საქართველოს ევროპულ გზაზე წინსვლისთვის. დიპლომატი დღეს სამართლიანი არჩევნების ოფისში იმყოფებოდა.

"ევროკავშირმა უმაღლეს დონეზე, კერძოდ პრეზიდენტებისა და პრემიერ-მინისტრების დონეზე გამოთქვა ღრმა შეშფოთება საქართველოში მიმდინარე მოვლენების ტრაექტორიის გამო. ვწუხვართ, რომ ევროკავშირთან დასაახლოებელი რეფორმების ნაცვლად, სამწუხაროდ ბოლო თვეებში გვაქვს იმგვარი განვითარებები, რომლებიც ზრდის დისტანციას ევროკავშირსა და საქართველოს შორის. ჩვენ ეს საკითხი წევრ ქვეყნებთან ერთად შიდა დონეზე განვიხილეთ და ვთქვით, რომ ყველა ოფცია მაგიდაზეა, მათ შორის ვიზალიბერალიზაციის დროებითი შეჩერება – მოვლენებზე დაყრდნობით.

ვაკვირდებით მოვლენათა განვითარება და გულწრფელად ვიმედოვნებთ,რომ საარჩევნო კამპანია იქნება მშვიდობიანი, არ იქნება ძალადობა და არჩევნები იქნება თავისუფალი და სამართლიანი. ეს ჩვენთვის სასურველი განვითარებაა, თუმცა თუ ვითარება გაუარესდა, რა თქმა უნდა, ვართ პოზიციაზე, სადაც შეგვიძლია სხვა ხელსაწყოები ავამოქმედოთ, მათ შორის ერთ-ერთია უვიზო რეჟიმის შეჩერება. ვფიქრობ, რაც 26 ოქტომბერს მოხდება დემოკრატიის ზეიმი იქნება. ქართველ ხალხს ექნება საშუალება აირჩიოს მათი და შემდეგი თაობების მომავალი. ქართველებმა უნდა გადაწყვიტონ, როგორი ქვეყანა სურთ. თუ არჩევნები იქნება თავისუფალი და სამართლიანი, კონკურენტული, გამჭვირვალე,ინკლუზიური და მშვიდობიანი, ევროკავშირი შედეგებს აღიარებს და ვიმუშავებთ ნებისმიერ მთავრობასთან, რომელიც არჩეულ იქნება. მაგრამ საკვანძო საკითხი ისაა, რომ თუ საქართველოს სურს ევროკავშირის წევრობა, საამისოდ ჩვენ გვაქვს პირობები, რაც არა მხოლოდ საქართველოზე, არამედ ყველა ქვეყანაზე ვრცელდება," - აცხადებს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი პაველ ჰერჩინსკი.

დღის ამბები