აშშ-ში, ჰავაის ვულკანების ეროვნულ პარკში, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ვულკანი ამოიფრქვა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მედიის ცნობით, ლავის ამოფრქვევა უდაბნოში მოხდა, რომელიც უახლოესი გზიდან 10 კილომეტრით არის დაშორებული.
ამ მომენტისთვის, ამოფრქვევის გამო ადამიანების სიცოცხლეს ან ინფრასტრუქტურას საფრთხე არ ემუქრება.
აშშ-ს გეოლოგიური სამსახურის მეცნიერებმა, ვულკანის მიერ ამოფრქვეული ლავა, ლაბორატორიული ანალიზისთვის შეაგროვეს.