22 ნოემბერი 2024,   10:59
ვრცლად
"ვითვალისწინებ მამუკა ხაზარაძის თხოვნას" - გიორგი გახარია სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს

პარტია "გახარია საქართველოსთვის" ლიდერი გიორგი გახარია მამუკა ხაზარაძის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ მის თხოვნას ითვალისწინებს.

გახარიას განმარტებით, მან პრეზიდენტს უკვე მიმართა და შეხვედრის 6 საათამდე გადადება სთხოვა, რაზეც სალოიმე ზურაბიშვილი დაეთანხმა.

"ვითვალისწინებ მამუკა ხაზარაძის თხოვნას. ვესაუბრე ქალბატონ პრეზიდენტს და ვთხოვე, პრეზიდენტის სასახლეში შეხვედრის რამდენიმე საათით გადადება. პრეზიდენტი დამეთანხმა, შეხვედრა გადაიდო 6 საათამდე. თუმცა ეს საკითხი მეტი ხნით ვერ გადაიდება", - წერს გიორგი გახარია.

ცნობისთვის, მამუკა ხაზარაძემ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნა, რომ პრეზიდენტთან შეხვედრამდე ის გიორგი გახარიას პირადად უნდა შეხვდეს.

"მე მზად ვარ ნებისმიერ მომენტში შევხვდე გიორგი გახარიას პირადად და მხოლოდ ამის შემდეგ შევხვდეთ პრეზიდენტს, კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო პრეზიდენტს მისი პოზიციის გამო", - წერს ხაზარაძე. 

 

დღის ამბები