ჯო ბაიდენს და დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. თეთრი სახლის ინფორმაციით, პრეზიდენტსა და ყოფილ პრეზიდენტს შორის საუბარი გულწრფელი იყო და პრეზიდენტი, ტრამპის უსაფრთხოების გამო თავს მშვიდად გრძნობს.
სატელეფონო საუბარს გამოეხმაურა "რესპუბლიკელების" საპრეზიდენტო კანდიდატი კამალა ჰარისიც.
"ჩვენ ძალიან კარგი საუბარი გვქონდა. საიდუმლო სამსახურის შესახებ ვისაუბრეთ", – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
ფლორიდის შტატში, ტრამპის კუთვნილ გოლფკლუბში, დონალდ ტრამპის სიახლოვეს გუშინ სროლა მოხდა. ინციდენტთან დაკავშირებით, 58 წლის რაიან უესლი რუთია დაკავებული. გამოძიების ფედერალურ ბიუროში აცხადებენ, რომ ტრამპის გოლფკლუბში მომხდარი ინციდენტი, როგორც ჩანს, მკვლელობის მცდელობა იყო.
ამასთანავე, რაიან უესლი რუთს პროკურატურა იარაღის უკანონოდ შენახვას ედავება.