22 ნოემბერი 2024,   10:59
ვრცლად
ცენტრალურ ევროპაში წყალდიდობის შედეგად სულ მცირე 17 ადამიანი დაიღუპა

ცენტრალურ ევროპაში, ბოლო ათწლეულების განმავლობაში ყველაძე ძლიერი წყალდიდობის შედეგად, სულ მცირე 17 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ცენტრალურ ევროპას შტორმი "ბორისი" დაატყდა თავს, რამაც ძლიერი წვიმა და წყალდიდობა გამოიწვია. სტიქიის შედეგად ავსტრია, პოლონეთი, ჩეხეთი და უნგრეთი დაზარალდა.

ძლიერი წვიმების გამო, პოლონეთის ხელისუფლებამ ქვეყანაში საგანგებო სიტუაცია გამოაცხადა. პრემიერ-მინისტრმა დონალდ დუსკმა განსაკუთრებით დაზარალებული რეგიონების დასახმარებლად 260 მილიონი დოლარი გამოყო.

ჩეხეთის რესპუბლიკის საზღვარზე, ათასობით მაცხოვრებელი ცხელი წყლისა და ელექტროენერგიის გარეშე დარჩა მას შემდეგ, რაც ხელისუფლება იძულებული გახდა გათბობის სადგურები წყალდიდობის გამო დაეხურათ.

რაც შეეხება გარდაცვლილებს, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში რუმინეთში შვიდი ადამიანი დაიღუპა. ავსტრიაში, კვირას მეხანძრე გარდაიცვალა, ხოლო 70 და 80 წლის ორი მამაკაცი მაშველებმა საკუთარ სახლებში იპოვეს, მათ სავარაუდოდ სახლიდან გამოსვლა ვერ მოასწრეს. პოლონეთში წყალდიდობას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო ჩეხეთში სამი დაიღუპა.

დღის ამბები