22 ნოემბერი 2024,   09:53
ვრცლად
გივი მიქანაძემ პარიზში, სტრასბურგის მოსამართლეთა შერჩევის კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძემ პარიზში, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა მოსამართლეთა შერჩევის კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა.

კომიტეტის ფარგლებში კვიპროსის, პოლონეთისა და სლოვენიის მიერ წარდგენილ კანდიდატებს გაესაუბრნენ.  გივი მიქანაძის მიერ კანდიდატებისადმი დასმული ძირითადი კითხვები იმ გამოწვევებს შეეხებოდა, რომელიც სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს საქმიანობის წინაშე დგას.

საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა ასევე მონაწილეობა მიიღო კანდიდატებთან დაკავშირებით გამართულ დებატებსა და ფარულ კენჭისყრაში. კენჭისყრის შედეგები ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას გადაეგზავნა, რომელიც ოქტომბრის დასაწყისში საერთო სესიაზე აირჩევს მოსამართლეებს.

 

დღის ამბები