22 ნოემბერი 2024,   09:43
ვრცლად
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი იორდანიაში იმყოფება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი იორდანიაში იმყოფება. ილია დარჩიაშვილი უკვე შეხვდა სამეფოს ვიცე-პრემიერს, მის იორდანელ კოლეგას. საუბარი ქვეყნებს შორის მჭიდრო თანამშრომლობას, ეკონომიკის, ტურიზმისა და ვაჭრობის სფეროებში თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას შეეხო.

ოფიციალური ინფორმაციით, აქცენტი გაკეთდა განათლებისა და კულტურის სფეროში თანამშრომლობაზე.

ილია დარჩიაშვილმა კოლეგას ქართული კულტურის ცენტრის ასაშენებლად, მდინარე იორდანესთან, მაცხოვრის ნათლობის ადგილის მიმდებარედ მიწის ნაკვეთის გადმოცემისთვის მადლობა გადაუხადა. საქართველოს პირველმა დიპლომატმა მასპინძელს ამ მიმართულებით ქართული მხარის მიერ წარმოებული სამუშაოები გააცნო.

დღის ამბები